ბრძოლის ეს ეტაპი ხელისუფლებაში მოსვლას კი არა, ევროპაში შესვლას გულისხმობს - ნიკა მელია

22.06.22 13:19
ბრძოლის ეს ეტაპი ხელისუფლებაში მოსვლას კი არა, ევროპაში შესვლას გულისხმობს - ნიკა მელია

გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია - ახალი სახალხო მოძრაობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე 24 ივნისს ისევ შეიკრიბება. 

ნიკა მელიას განცხადებით, ბრძოლის ეს ეტაპი ხელისუფლებაში მოსვლას კი არა, ევროპაში შესვლას გულისხმობს.

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანების ერთად დგომით და მოპოვებული გამარჯვებით აშენდება სწორედ მტკიცე სახელმწიფო.

ბრძოლის ეს ეტაპი არ გახლავთ ხელისუფლებაში მოსვლის ბრძოლის ეტაპი. ეს ეტაპი გულისხმობს ბრძოლას, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს ევროპასთან დაახლოებით. ხშირ შემთვევაში განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებმა უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. ასე მოპოვებული გამარჯვება იქნება მტკიცე და ამაზე დავაშენებთ ჩვენ ძალიან მყარ სახელმწიფოს, რომლის საფუძვლებს უკვე მართლაც ვერავინ ვეღარ მოშლის, ვერც  ერთი ოლიგარქი და ვერც ერთი ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი“. - განაცხადა ნიკა მელიამ.
 

მსგავსი სიახლეები