ოპოზიცია მაგინებელი გამგებლის გადადგომას ითხოვს

22.06.22 13:37
ოპოზიცია მაგინებელი გამგებლის გადადგომას ითხოვს

ოპოზიცია თბილისის მერს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თანამდებობიდან სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ "ანტიკონსტიტუციურია სახელმწიფო მოხელის განცხადება, თითქოს 6 საათის შემდეგ მას სრული თავისუფლება აქვს ვინმეს შეურაცხყოფის".

ზუსტად ამიტომ არ უნდა ამ ხალხს ევროკავშირში შესვლა და ევროსტანდარტებით ცხოვრება, რომ ასეთი ადამიანი (კახა სამხარაძე) უკვე გათავისუფლებული იქნებოდა. 

რას ჰქვია თავისუფალი სივრცე? ანტიკონსტიტუციური განცხადება გააკეთა სახელმწიფო მოხელემ. ეს არის სასაცილო განცხადება, რომ 6 საათის შემდეგ რასაც გინდა, იმას აკეთებ. არა! ის არის სახელმწიფო მოხელე და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია. - ამბობს ,,ლელოს" წევრი, ვატო სურგულაძე.

სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს რუსთაველის  გამზირზე აქციაზე გამოსულ ადამიანები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. 

მსგავსი სიახლეები