ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ოპოზიციის ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრემიერ ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს. მედიის შესაბამის კითხვას კობახიძემ "აბსურდული" უწოდა:
ეს არის იმ ადამიანების ოცნება, როლებიც რაღაც გეგმებს სახავდნენ ბაკურიანში. იცით, რომ ეს გეგმები 24 ივნისს, აქციაზე გამომზეურდება. ეს არის მათი ოცნება, რომელსაც ახდენა არ უწერია. რისთვის უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი იმისთვის, რომ საქართველო ყველა პარამეტრით პირველ ადგილზეა „ტრიოში?“ - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ბაკურიანის შეკრების მონაწილეთა ერთობის" წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის:
ვერ ეღირსებიან საქართველოს წალეკვას. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, განვითარება და ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. მათი დღის წესრიგია წალეკვა და ეს არის სწორედ პოლარიზაციის დღის წესრიგი. პირდაპირ არღვევენ პირველ პუნქტს, რომელიც ჩადებულია ევროკომისიის დოკუმენტში“, - აცხადებს კობახიძე.