ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო - კობახიძე მარგველაშვილის წერილზე

22.06.22 14:33
ჩვენი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო - კობახიძე მარგველაშვილის წერილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, მიერ ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილს აფასებს.

კობახიძემ მარგველაშვილის ქმედება ისეთი კაცის ქცევას შეადარა, ვისაც შვილის გათხოვება სურს და ამბობს „ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო“.

მისი მტკიცებით,  "საქართველო ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა".

დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდინატის სტატუსი, რაც მათ ფარსზე, სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე მტეყველბს, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი ჰგავს როცა გინდა, შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვნე ცოლადო, ეს წერია მარგველაშვილის წერილში, ზუსტად. რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება, მოიყვანო ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ, ვართ ბევრად უფრო ლამაზები, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. სერიოზულად, ყველა კრიტერიუმი რომ ავიღოთ, თუნდაც უსაფრთოება, გამოწვევების მიმართ პოლიტიკა. რაც ჩვენ გვაქვს ყველა პარამეტრით, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები