"დაგატოვებინებთ დარბაზს" - პარლამენტში ხმაური გრძელდება

22.06.22 15:02
"დაგატოვებინებთ დარბაზს" - პარლამენტში ხმაური გრძელდება

საკანონმდებლო ორგანოში ხმაური და დაპირისპირებაა - ამ წუთებში სასესიო დარბაზიდან მანდატურის სამსახური დეპუტატ ანა წითლიძის გაძევებას ცდილობს. 

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრს მონა მას შემდეგ უწოდა, რაც პრემიერმა წინა ელისუფლებას და ენმ-ს  "მოღალატეების პარტია" უწოდა. 

რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს ამ რეპლიკების გამო წესრიგის დაცვა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გააფრთხილა, რომ სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწევდა.

„გამიგეთ? თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, ქვეყნის გამყიდველები“, - მიმართა ანა წითლიძეს ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო პრემიერსა და ხატია დეკანოიძეს შორის. 

მსგავსი სიახლეები