თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ვიყავით - პრემიერი
თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ვიყავით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისევ "ქართული ოცნების" მიღწევბზე ისაუბრა, პარალელები უკრაინისა და მოლდოვას მიღწევებთანაც გაავლო. პრემიერმა ხელისუფლების წარუმატებლობა ისევ განსხვავებულ გეოგრაფიულ მდებარეობას მიაწერა და ევროკომიიის უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსაუხრებდა ასოცირებული ტრიოდან, არა ემოციების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრეისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენთვის ყველასთვის. ჩვენ მოვისმინეთ ასევე შეფასებები, რომ თურმე, საქართველოს გეოგრაფიული მდებარაოება არის განსხვავებული, გასხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის, ასევე, მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი იმიტომ, რომ უკრაინა ომშია, - განაცხადა პრემიერმა.