წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს?! - პრემიერის რეპლიკა ამჯერად ჩარკვიანს
პარლამენტის პლენარული სხდომაზე ისევ ხმაურია - პრემიერმა "წამლის" მიღება ამჯერად დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შესთავაზა. "წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს?!"
ოპოზიციონერის გაღიზიანება მთავრობის მეთაურის განცხადებებმა გამოიწვია. პრემიერი საპარლამენტო ტრიბუნიდან ამტკიცებს, რომ საქართველო "იმიტომ ისჯება, რომ ქვეყანაში ომი არ არის".
"წამალი არ გაქვთ, წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ... ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ? - ასე მიმართა ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხატია დეკანოიძეს.