"იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!" - ღარიბაშვილი სამადაშვილზე

22.06.22 15:34
"იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!" - ღარიბაშვილი სამადაშვილზე

მორიგი დაპირისპირება პარლამენტში - პრემიერის განცხადებამ ამჯერად ფრაქცია "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის, გაღიზიანება გამოიწვია. სიტყვიერი დაპირისპირება მხარეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა თქვა, რომ ოპოზიცია ევროკავშირსა და ევროპარლამენტში მავნებლური, მტრული მიზნებით დადიოდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ღარიბაშვილის ნათქვამს "ტყუილი" უწოდა. 

სიტუაცია ადგილზე იმდენად გამწვავდა , რომ პრემიერმა ბრიუსელში სირბილში პირადად სამადაშვილი დაადანაშაულა და მას ქვეყნის მოღალატეობა დააბრალა. 

ეს ადამიანები დადიოდნენ, ძვირფასო მოქალაქეებო, ეს ადამიანები, ვინც ახლა აქ არიან წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილი დადიოდნენ ევროკავშირში, ევროპარლამენტში, ყველგან, ამას ჩვენ პირდაპირ ჩვენი ევროპელი მეგობრები გვიყვებიან და მავნებლურად, მტრულად ექცეოდნენ ქვეყანას. სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო.

იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს! - თქვა ღარიბაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები