სააკაშვილი მთელი თავისი ოჯახით არის ოლიგარქი - ღარიბაშვილი
„სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი“. - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის შესახებ არსად თქმულა და ეს არის ტყუილი.
სად თქვეს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი? არსად არ თქმულა. ეს არის ტყუილი. ის ანტისახელმწიფოებრივი რეზოლუცია რომ მიიღეს, ეს გააკეთეთ თქვენ, მეგობრებო. ეს გააკეთა ოპოზიციამ. თქვენს მიერ იყო მომზადებული ეს და თქვენ მიაწოდეთ მას. ოლიგარქებზე თუ ვსაუბრობთ, სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი. სააკაშვილი მთელი თავისი ოჯახით არის ოლიგარქი. ბიძა, თემურ ალასანია, არის ოლიგარქი. დედა - გიული ალასანია არის ოლიგარქი, რომელიც ფლობს 100 მილიონის ქონება, თან დადასტურებულად“. - განაცხადა ღარიბაშვილმა.