მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი - ღარიბაშვილის იერიში სააკაშვილზე

22.06.22 16:09
 მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი - ღარიბაშვილის იერიში სააკაშვილზე

"2008 წლის ომის დროს მიწაზე მოფორთხიალე ე.წ. მთავარსარდალი, გამოქცეული თავდაცვის მინისტრი და გაქცეული დეპუტატები ვიხილეთ“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის სკანდალურ განცხადებას სხდომაზე მყოფი ოპოზიონერების პროტესტი მოჰყვა. 

„რომელი გარბოდა? ერთი გვარი დაასახელე, ვინ გაიქცა და პირადად შენ სად იყავი აგვისტოს ომის დროს“, - მიმართა ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს. 

"ნუ ყვირი, არაფრის მაქნისი ხარ, საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი, მანიაკების მხარდამჭერი... წყნარად იყავი მანდ, მიბრძანდი გარეთ. ერთი კი არა, ათეულობით გვარი არის დაფიქსირებული. მე თბილისში ვიყავი"- მიმართა დეპუტატს ღარიბაშვილმა. 

პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს "მასხარა და მანიაკიც" არაერთხელ უწოდა. 

მსგავსი სიახლეები