ყველაზე დიდი ქველმოქმედი - პრემიერი ბიძინა ივანიშვილზე
საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ოპოზიციის ლანძღვის პარალელურად, დრო ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო. "რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს"- ამბობდა მთავრობის მეთაური საპარლამენტო ტრიბუნიდან.
მეტიც, ყოფილ პრემოერს მოქმედმა "ყველაზე დიდი ქველმოქმედი" უწოდა:
ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს... ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა, ოპოზიციას შევახსენო, არ მოსწონთ, ივანიშვილზე რომ ვლაპარაკობ.
ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი და ამ მანიაკალური დანაშაულებრივი სისტემის დამანგრეველი. რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, დღეს აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს"- თქვა პრემიერმა.