ივანიშვილმა დაგდოთ ბრალი, რომ კორუმპირებული იყოო, როგორ დამთავრდა ეგ ამბავი? - ხაბეიშვილი პრემიერს

22.06.22 17:07
ივანიშვილმა დაგდოთ ბრალი, რომ კორუმპირებული იყოო, როგორ დამთავრდა ეგ ამბავი? - ხაბეიშვილი პრემიერს

ოპოზიციის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერს მისივე დანაშაულები შეახსენა. ოპოზიციის წევრმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, რატომ არ იქნა მიცემული პასუხისგებაში მიცემული იმ ბრალდებების გამო, რომელშიც მას ბიძინა ივანიშვილი ადანაშაულებდა. 

პირდაპირ ხომ არ ჩაგიწერდნენ, რომ ცოლს ტყე არ უნდა აჩუქოო,ხა ლხის ქონება არ უნდა გადაუფორმოთ ცოლსო, ასე ხომ არ დაწერდნენ? ნეპოტიზმი არ იყოს ქვეყანაში და ცოლის და არ დაასაქმოთო, ხომ არ დაგიწერდნენ? ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაგადანაშაულათ, რომ კორუმპირებული იყოო, წაუცდა ხელიო და მის ნათესავებთან აღებ-მიცემობაში იყოო და როგორ დამთავრდა ეგ ამბავი? თქვენ რატომ არ დაგსაჯეს ამ კორუფციაზე? ან თქვენი ნათესავები, რომლებიც ბიძინამ დაადანაშაულა ქურდობაში, როგორ არიან ახლა, უკან მოატანინეთ ეგ ფული? თუ რატომ არ დაიჭირეთ?, - თქვა ხაბეიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში  დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში  ჩააბარა. ირაკლი ღარიბაშილმა რეგლამენტი  ძირითადად ოპოზიციის მიმართ ბრალდებებს და საკუთარი და "ოცნების"  მიღწევებზე საუბარს დაუთმო. 

მსგავსი სიახლეები