გუგლში მოვძებნე, 2014 წლის 26 დეკემბერს ახსენეთ ბოლოს პუტინი - რომან გოცირიძე პრემიერს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცორიძემ, პრემიერს შეახსენა, რომ მან ბოლოს ვლადიმერ პუტინის სახელი 2014 წელს ახსენა. ოპოზიციის წევრი დაინტერესდა, რატომ არ ახსენებს ღარიბაშვილი საჯაროდ რუსეთის პრეზიდენტს.
გუგლში მოვძებნე, 2014 წლის 26 დეკემბერს ახსენეთ ბოლოს პუტინი. ვინ? ივანიშვილმა დაგავალათ, რომ პუტინზე ხმა არ ამოიღოთო? და როგორ დაგცინათ წამყვანმა, "ყოჩაღ, ყოჩაღ, პუტინზე შეკითხვას როგორ აარიდეთ თავიო"... რატომ აარიდეთ თავი?, - თქვა გოცირიძემ.
პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში ჩააბარა. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგლამენტი ძირითადად ოპოზიციის მიმართ ბრალდებებს, ასევე საკუთარ და "ოცნების" მიღწევებზე საუბარს დაუთმო.