ბატონო ირაკლი, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით? - მანჯგალაძე ღარიბაშვილს
ბატონო ირაკლი, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით? - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, პრემიერს სიტყვის გამოსვლის შემდეგ ჰკითხა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენა, რომ თვითკრიტიკის გარეშე ადამიანი ვერ ვითარდება.
ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იცის გონიერმა ადამიანმა, რომ ადამიანი არის გონიერი არსება, მაგრამ ის კარგავს აზროვნების უნარს, შემოქმედებით უნარს, ვერ ვითარდება თუ თვითკმაყოფილება შეეპარება მას და თქვენ რასაც გისმენდით ახლა, არანაირი თვითკრიტიკა არ ყოფილა თქვენს გამოსვლაში. ბატონო ირაკლი, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით?, - თქვა მანჯგალაძემ.
პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში ჩააბარა. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგლამენტი ძირითადად ოპოზიციის მიმართ ბრალდებებს, ასევე, საკუთარი და "ოცნების" მიღწევებზე საუბარს დაუთმო.