პირადად ვთხოვე შეხვედრა, პასუხი არ მიმიღია - ვიოლა ფონ კრამონი ღარიბაშვილზე
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ სალომე სამადაშვილი და ოპოზიციის ნაწილი ბრიუსელში კარდაკარ დადიოდნენ, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ, გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, ეხმაურება.
"მე კი მას პირადად ვთხოვე GLOBSEC-ზე ბრატისლავაში შეხვედრა. სამწუხაროდ, პასუხი არ ყოფილა. მე ნამდვილად ვნანობ ამას. მაგრამ სხვა რა შეგვეძლო?", - წერს კრამონი.