ნუ იტყუებით, იყავით ბრიუსელში? მე ვერ დაგინახეთ! - გრეგოროვა ღარიბაშვილს

22.06.22 17:57
ნუ იტყუებით, იყავით ბრიუსელში? მე ვერ დაგინახეთ! -  გრეგოროვა ღარიბაშვილს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა  ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და წერს, რომ მათ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში არ დაუნახავთ: 

თქვენ იყავით ბრიუსელში? მე ვერ დაგინახეთ. თუმცა მე შევხვდი ოპოზიციის წევრებს და ყველა მათგანი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თითქმის გვეხვეწებოდა. ამიტომ, ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და ვისაუბროთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი"- წერს დეპუტატი. 

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილი და ოპოზიციის ნაწილი ბრიუსელში კარდაკარ დადიოდნენ, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. 

 

მსგავსი სიახლეები