მძიმე პაციენტთან არ მიშვებენ- ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის სანახავად კლინიკაში არ შეუშვეს

22.06.22 18:15
მძიმე პაციენტთან არ მიშვებენ- ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის სანახავად კლინიკაში არ შეუშვეს

8 თვიანი მცდელობის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, არ შეუშვეს. 

ნიკოლოზ სააკაშვილი ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცდილობდა შვილის ნახვას, ბოლოს კი -კლინიკა ,,ვივა მედში".

იუსტიციის სამინისტრომ ნიკოლოზ სააკაშვილს კლინიკაში შესვლის უფლება მისცა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის კვლავ ,,ვივა მედში" შესვლას ვერ ახერხებს.

ჩემი შვილი პატიმარია უკვე 7 თვეა და მე არც ერთხელ არ მომეცა საშუალება მისი ნახვის. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვარ მაღალკვაფიციური ექიმი, თავს არ ვიქებ, მაგრამ ვარ ნამდვილი ექიმური თვალის მქონე პიროვნება. შეიძლება, ისეთი რაღაც ვნახო, რაც ამათ არ აწყობთ. 

ახლა ირკვევა, რომ ჩემზე არანაირი დოკუმენტაცია არც იუსტიციის სამინისტროდან, არც სხვა უწყებიდან არ არსებობს. მამას არ უშვებენ შვილთან-ეს ნონსენსია. შვილთან, რომელიც არის მძიმე პაციენტი. - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები