პრეზიდენტის პირველი ვეტო - სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების კანონს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა პირველი ვეტო დაადო კანონს მოსმენებზე - გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა.
დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას, ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყსო ნიშანი, რომ არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ, მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება ყოველივე კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის პოლიტიკური ვეტო უფრო, ვიდრე სამართლებრივი"- თქვა პრეზიდენტმა.