აბსურდი და შეურაცხმყოფელი - პრეზიდენტი ღარიბაშვილს ღიად დაუპირისპირდა

22.06.22 18:24
აბსურდი და შეურაცხმყოფელი - პრეზიდენტი ღარიბაშვილს ღიად დაუპირისპირდა

პრეზიდენტი პრემიერის წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებს შეურაცხმყოფელი უწოდა. 

საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  სრულიად შეშფოთებულია იმით, რაც ხდებოდა საკანონმდებლო ორგანოში.

მისივე შეფასებით, სურათი, რაც პარლამენტში იხილა,  საწინააღმდეგო იმისა, რაც საზოგადოებამ 20 ივნისს აჩვენა. 

"საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა, დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლება გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს"- განაცხადა მან. 

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიური სურათს და ნეგატიურ გზავნილებს, რომ ჩვენ ყველაფერი კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი გვიჭრს, ვართ თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არ გვინდა, ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელია ამ თავისი შინაარსით"- განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები