პრეზიდენტის ვეტო გაუგებარია - თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძისთვის გაუგებარია, რატომ დაადო სალომე ზურაბიშვილმა ვეტო მოსმენების კანონს, რომელიც "პირდაპირ პასუხობს უსაფრთხოების თვალსაზრისით" არსებულ გამოწვევებს.
პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ქართული ოცნება ამ ვეტოს დაძლევს.
ეს კანონპროექტი 2-3 წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იყო საკმარისი არგუმენტი წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე. შესაბამისად, გაუგებარია, რა თქმა უნდა, თუ რატომ გამოიყენა ვეტო.
ვეტოს შემდეგ საკითხი უბრუნდება პარლამენტს. შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას" - თქვა თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა 22 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს ვეტო დაადო.