ღარიბაშვილმა დღეს აღიარა, რომ წარუმატებელი პრემიერია - თამარ კორძაია
ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში აღიარა, რომ ის წარუმატებელი პრემიერია - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის მოხსენების შეფასებისას განაცხადა.
არაფრის მაქნისი! საცოდავი ადამიანი ხარ! მანიაკების მხარდამჭერი! არარაობა ხარ! დაწყნარდი, წამალი დალიეთ! მოდი, გამოექანე! - თამარ კორძაიას განცხადებით, აღნიშნული სიტყვები და შეურაცხმყოფელი ფრაზები, რაც პრემიერმა ოპოზიციის მისამართით გამოიყება, ხელს არ შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
ვციტირებ ღარიბაშვილის ფრაზებს: ნუ ყვირით, წყნარად იყავი მანდ! არაფრის მაქნისი ხარ! საცოდავი ადამიანი ხარ! მანიაკების მხარდამჭერი! არარაობა ხარ! დაწყნარდი, წამალი დალიეთ! მოდი, გამოექანე! - ეს არის თუ არა დეპოლარიზაციის შემცირების მცდელობა?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ის არის წარუმატებელი პრემიერი, იმიტომ, რომ მის მიერ არარაობად წოდებულმა ოპოზიციამ აჯობა, თურმე ამიტომ ვერ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს და მან ვერ დაარწმუნა ევროპელი პარტნიორები იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა.
ძალიან ვრცელი ტექსტი ჰქონდა, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაერწმუნებინა, რომ მაგარია და კარგად ასრულებს მის დავალებებს. მან ეს ვერ შეასრულა, მან ვერ დაიცვა ბიძინა ივანიშვილი - ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი საყვედურია თქვენთან მიმართებაში“, - განაცხადა კორძაიამ.