ირაკლი ღარიბაშვილი ბოდიშს იხდის
საქართველოს პრემიერი ბოდიშს იხდის - როგორც პარლამენტში კითხვაზე პასუხის გასაცემად დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა არ არის სასიამოვნო.
საზოგადეობას მინდა, ასეთი ემოციური გამოსვლებისთვის, მათ შორის, თქვენს მაგივრად, ძვირფასო ოპონენტებო, ბოდიში მოვუხადო იმიტომ, რომ ამდენი მართლაც ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა არ არის სასიამოვნო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთულია, ასეთ უმსგავსო ქმედებებზე შეურაცხყოფებს, ეპითეტებს, არ გამოეხმაურო, “- თქვა მან.