სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ცხოვრების გზაზე - რასა იუკნევიჩიანე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მედიამენეჯერის, ნიკა გვარამიას, გათავისუფლება- გავლენიანი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "ქართულ ოცნებას" კონკრეტული პირობებს უყენებს.
რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს იმის მიუხედავად, რაც ,,ოცნებამ" გააკეთა ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.
ორშაბათს ისტორიაში უდიდესი საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოში. ქართველმა ხალხმა თბილისიდან გამოგვიგზავნა მკაფიო სიგნალი, რომ მზად არიან, გააგრძელონ გზა ევროპისკენ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თქვენთან ვართ, ქართველებო! სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა , რათა ევროკომისიისგან ვერ მიეღო დადებითი რეკომენდაცია.
მივმართავ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციურ პარტიებსად და მმართველ გუნდსაც, თქვენ უნდა იპოვოთ ევროპული გზისკენ ძლიერი დღის წესრიგი. თქვენი ხალხი ამას იმსახურებს!
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მედიამენეჯერის, ნიკა გვარამიას, გათავისუფლება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ცხოვრების გზაზე - ამბობს რასა იუკნევიჩიანე.