საქართველოს აქვს ლეგიტიმური სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი - ვიოლა ფონ კრამონი

22.06.22 20:14
საქართველოს აქვს ლეგიტიმური სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს აქვს ლეგიტიმური სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი - ამის შესახებ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, გამართულ დებატებზე პარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, განაცხადა. 

ევროპელმა დიპლომატმა დასავლელ ლიდერებს საპარლამენტრო ტრიბუნიდან მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ტრიოს წევრ ქვეყნებს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

საქართველო იყო პირველი რეგიონში, ვინც რუსეთის მიერ დაისაჯა. მათ აქვთ ლეგიტიმური სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრი. 

მოვუწოდებ ყველა ევროპულ ლიდერს, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ გაკვალონ გზა ევროპისკენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მსგავსი სიახლეები