"ყველაფერი გამოძიებულია, თუ კითხვები გაქვთ მიბრძანდით სტრასბურგში" - პრემიერი დეპუტატის გარდაცვალების საქმეზე

22.06.22 20:21
"ყველაფერი გამოძიებულია, თუ კითხვები გაქვთ მიბრძანდით სტრასბურგში" - პრემიერი დეპუტატის გარდაცვალების საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ვისაც კითხვები აქვს, სტრასბურგში გადაამისამართა: 

ბატონი ხაჯიშვილის კითხვა შეეხებოდა გამოუძიებელ საქმეებს. მე არ ვიცი რა გამოუძიებელი საქმეები, ყველაფერი გამოძიებულია. თუ რამე კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს ან მიბრძანდით სტრასბურგში" - თქვა პრემიერმა. 

ცნობისთვის, ​ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა.  ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა.

 

მსგავსი სიახლეები