კაციჭამია რომ ვეგეტარიანელობაზე გელაპარაკებოდეს, ისეა ოპოზიციის მდგომარეობა - ირაკლი ღარიბაშვილი

22.06.22 20:56
კაციჭამია რომ ვეგეტარიანელობაზე გელაპარაკებოდეს, ისეა ოპოზიციის მდგომარეობა - ირაკლი ღარიბაშვილი

კაციჭამია რომ ვეგეტარიანელობაზე გელაპარაკებოდეს, ისეა ოპოზიციის მდგომარეობა - პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან მორიგი ბრალდება წაუყენა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას  რუსეთთან ომის პროვოცირება სურდა, რათა მეორე მარიუპოლი მიეღო.

ეს ადამიანები გვიკიჟინებდნენ ჩვენ, სანქციებს შეუერთდით, გააგზავნეთ ჩარტერებიო და პროვოცირება უნდოდათ რუსეთის, რომ მეორე მარიუპოლი მიეღო ხალხს.

ესენი მელაპარაკებიან ევროპულ პერსპექტივაზე. ყველაზე არაევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. ეს უბედურებაა. კაციჭამია, კანიბალი რომ ვეგეტარიანელობაზე გელაპარაკებოდეს, ისეა ოპოზიციის მდგომარეობა". - თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები