ღარიბაშვილი ამბობს, რომ NATO-ში გასაწევრიანებლად ერთ-ერთი ბარიერი ტერიტორიების ოკუპაციაა

22.06.22 21:13
ღარიბაშვილი ამბობს, რომ NATO-ში გასაწევრიანებლად ერთ-ერთი ბარიერი ტერიტორიების ოკუპაციაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არაერთი ლიდერისგან აქვს მოსმენილი, რომ ტერიტორიების ოკუპაცია NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით ერთ-ერთ ბარიერს წარმოადგენს.

აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყო. კარგად მოგეხსენებათ, რომ NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე. ეს არის დამოკიდებული NATO-ს ყველა წევრზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპაცია“, - თქვა ღარიბაშვილმა

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.

„თქვენ თუ გინდათ, ილუზიაში იცხოვროთ და ხალხი მოატყუოთ, ვერ მოატყუებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში“, - მიმართა მან „ნაციონალურ მოძრაობას“.

მსგავსი სიახლეები