იმ დროს როდესაც ბრიუსელიდან ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მათგან იღებდნენ მხოლოდ ბრაზს - იოზვიაკი

23.06.22 11:22
იმ დროს როდესაც ბრიუსელიდან ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მათგან იღებდნენ მხოლოდ ბრაზს - იოზვიაკი

საქართველოს ბედი დღეს წყდება. ბრიუსელში დიდი სამზადისია. ევროკაშვირის დედაქალაქში ევროპული საბაჭოს ლიდერები იკრებიბიან.

დღეს ევროკაშვირის 27-ი ქვეყნის ლიდერმა უნდა თქვას სააბოლოდ საქართველო იღებს კანიდატის სტატუსს თუ ვერა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი პირველებთან საუბარში ამბობს, რომ ბრიუსელში საქართველოს მისამართით უარყოფითი განწყობებია.

იაზვიაკი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. 

დღეს ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. უკრაინა და მოლდოვა დათქმებით მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი პირობების შესრულების შემდეგ. ევროპამ ქართველების ხმა გაიგო, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ რგში, ეს არის მესიჯი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ რეფორმების დროა და დაეწიეთ მოლდოვას და უკრაინას. უკრაიანას და მოლდოვას საკმაოდ პროევროპული მთავრობები ჰყავთ, რომლებიც ატარებენ რეფორმებს. ბრისუელმა საქართელოდან ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ეს ვერ დაინახა. 
იმ დროს როდესაც მათ აკრიტიკებდნენ, მათგან იღებდნენ მხოლოდ ბრაზს. 

ბევრი ფიქრობს, რომ საქართვეოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, მაგრამ ეს ბრიუსელის გადაწყვეტილებაა. საქართველო უნდა შეუერთდეს ბრიუსელს და არა პირიქით. თქვენ უბრალოდ საშინაო დავალება უნდა შეასრულოთ. ეს მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთიობას ჰგავს. მოსწავლეს კი წუწუნის  უფლება არ აქვს. არიან ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირში ამ ტრიოს შეყვანა არ უნდათ, რადგან ევროკავშირი ისედაც დიდია და ამ გადაწყვეტუილების შემდეგ გადაწყობა მოუწევთ.

და მაინც სასამართლო სისტემა და ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.  ევროპა ამბობს რომ ევროპა უნდა, თუმცა შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთში ჩხუბობს, რაც ქვეყანას მიწასთან ასწორებს“. - ამბობს იოზვიაკი.

გუშინ საბჭოში დასკვნითი მსჯელობა გაიმართა, სადაც საქართველოს ისევ შეახსენეს შესასრულებელი დავალებები და ის, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, რომელთა გათავისუფლება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებელია. 

გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დღეს, თბილისის დროით 7 საათზე გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები