ღარიბაშვილისგან წმინდა პრორუსული ნარატივი მოვისმინეთ - ნიკა სიმონიშვილი

23.06.22 11:43
ღარიბაშვილისგან წმინდა პრორუსული ნარატივი მოვისმინეთ - ნიკა სიმონიშვილი

დესტრუქციული პრემიერ მინისტრი - ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში მესამე სექტორი.

საიას ხელმძღვანელის თქმით, პრემიერ მინისტრი აღვივებდა სიძლვილის ენას და აცდენილია ევროპულ ღირებულებებს.

ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან წმინდა პრორუსული ნარატივი მოვისმინეთ.

„მთავრობის მეთაური პირდაპირ დესტრუქციულად იქცევა, პირდაპირ ესხმის თავს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. თავს ესხმის ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ოპონენტებს თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. ეს ყველაფერი მთლიანობაში ეწინააღმდეგება ყველანაირ ევროპულ ღირებულებებს. ეს ადამიანი ნებისმიერი ევროპული ღირებულებისგან არის საერთოდ აცდენაში. ყველანაირ ევროპულ ღირებულებას ამ ადამიანის განცხადებები უთხრის ძირს. და მეტიც, სამწუხაროა, თუმცა  ვისმენთ მისგან წმინდა პრორუსულ ნარატივს“. - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

პრემიერის გუშინდელი გამოსვლა პირდაპირი გზავნილი იყო ევროპისთვის რომ საქართველო პირობების შესრულებას არ აპირებს.

გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დღეს, თბილისის დროით 7 საათზე გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები