"თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აგდებული დამოკიდებულებით უნდა ესაუბროს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისთვის" - ოხანაშვილი

23.06.22 11:52
"თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აგდებული დამოკიდებულებით  უნდა ესაუბროს  პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისთვის" - ოხანაშვილი

"თუ ქალბატონ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ასეთი აგდებული დამოკიდებულებით და რიტორიკით უნდა ესაუბროს საქართველოს პარლამენტს, მით უარესი ამ ინსტიტუტისთვის"- ასე პასუხობენ "ქართული ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის პირველ ვეტოს. 

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოტივირებული შენიშვნები სჭირდება. 

რას ნიშნავს ყველაფერს დაადებს ვეტოს?  ჩემთვის გაუგებარია, რა ტიპის ფორსირებაზეა საუბარი. რა ტიპის არასწორი პოლიტიკის გატარებაზეა საუბარი, მაშინ როდესაც ეს კანონპროექტი შესაბამისობაშია სტასბურგის სტანდარტებთან"- აცხადებს ოხანაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა  მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.

საქართველოს პრეზიდენტი  აცხადებს, რომ "ამ 6 თვეში ვეტოს დაადებს არასწორი მიმართულებით მიღებულ ყველა კანონს". 
 

მსგავსი სიახლეები