დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მისცემენ. შარლ მიშელმა განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის. ეს არის ასევე გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ.
დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ. გამოვხატავთ ნათელ და ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის", - განაცხადა შარლ მიშელმა.