სახალხო ზეიმი ან საპროტესტო ტალღა - ახალი სახალხო მოძრაობა ფართომასშტაბიანი შეკრებისძთვის ემზადება
ახალი სახალხო მოძრაობა ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც ხვალ უნდა გახმოვანდეს.
ხვალ ქვეყნის ცენტრალური გამზირი სახალხო ზეიმის, ან საპროტესტო ტალღის დაწყების ეპიცენტრად იქცევა. ქუჩაში გამოდის ყველა, ევროინტეგრაციის მხარადამჭერი სხვადასხვა პროფესიის, თუ პოლიტიკური გემოვნების ადამიანი, ასევე ხელოვანები, პოლიტიკოსები და ახალგაზრდები.
15 უნივერსიტეტის სტუდეტებმა ერთობლივი მანიფესტიც შეადგინეს, რომელსაც საზოგადოებას დღეს გააცნობენ.
ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ახლა და ამით არ გავჩერებულვართ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვართ მოტივირებულები, ბრძოლის ხასიათზე და მზად ვართ, ერთად დავიცვათ საქართველოს მომავალი. - ამბობს დაჩი ნატროშვილი-კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ 24-ში და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ თავიანთი ევროპული მისწრაფება.
ახალი სახალხო მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, ხელისუფლებას სულ რამდენიმე საათი აქვს დარჩენილი, გამოასწოროს დაშვებული შეცდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ ხვალიდან საქართველოს პროტესტის ახალი ტალღა წალეკავს.