საჭიროა რეფორმები! - გზავნილი დასავლეთიდან

23.06.22 13:12
საჭიროა რეფორმები! - გზავნილი დასავლეთიდან

ევროპული საბჭოს გადაწვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე,  ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტმა ტვიტერზე განცხადებები გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებში ისინი მიჯნავენ საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს.

რეფორმები, რეფორმები და რეფორმები - ეს არის დასავლელი მეგობრების მთავარი მოწოდება.  ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, საქართველოს რეფორმების გზაზე დარჩენას უსურვებს.

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში  ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ". - წერს გიტანას ნაუსედა.

რაც შეეხება ლატვიის პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსი აღნიშნავს, მისი ქვეყანა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია". - წერს ეგილს ლევიტსი.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა.

გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დღეს, თბილისის დროით 7 საათზე გამოაცხადებს. 

მსგავსი სიახლეები