"პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციის ბინძურ ცილისწამებას პასუხი გასცა" - თალაკვაძე

23.06.22 13:32
"პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციის ბინძურ ცილისწამებას პასუხი გასცა" - თალაკვაძე

"ქართულ ოცნებაში"  პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მოსწონთ. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "პოლიტიკურმა ლიდერმა ოპოზიციის ბინძურ ცილისწამებას პასუხი გასცა"

პრემიერის მოსმენის დროს რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო პრემიერის არა საქმიანობის მოსმენა, არამედ ყოფილიყო ხმაურის და დაპირისპირების ფონი. ეს არ იფიქროთ, რომ შემთხვევითია, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

პრემიერმა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, გასცა პასუხები ამ პროვოკაციებს, გასცა პასუხები ბინძურ ცილისწამებას"- განაცხადა თალაკვაძემ. 

მსგავსი სიახლეები