არახამიას ეტკინა! - "ოცნების" დეპუტატი

23.06.22 13:36
არახამიას ეტკინა! - "ოცნების" დეპუტატი

ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გუნდის წევრს აკრიტიკებს.  

მმართველი პარტიის წევრი არახამიას ვიდეო-მიმართვას გამოეხმაურა: 

"ის, რომ გუშინვე ბატონი არახამია გამოვიდა და თავის მართლების რეჟიმში ჩადგა, ეს ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ეწყინა, ეტკინა, როგორც ჩანს, ის, რა სიმართლეც თქვა პრემიერმა"- განაცხადა მაჭარაშვილმა. 

დეპუტატი ქართველ კოკლეგებსაც შეეხო და თქვა, რომ  ოპოზიციას არანაირი დეპოლარიზაცია არ სურს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გუნდის წევრი, სახელისუფლებო ფრაქცია ,,სლუგა ნაროდას" თავმჯდომარე, დავით არახამია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს fake ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს. 

დავით არახამიამ სპეციალური ვიდეომიმართვა მას შემდეგ ჩაწერა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი "ევროპასა და ამერიკაში ვიზიტებისას არახამია დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი". 

ვოლოდიმირ ზელენსკი გუნდის წევრი ღარიბაშვილს ამხელს და ამბობს, რომ ევროპაში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო აშშ-ში ოლიგარქ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა. 

მსგავსი სიახლეები