ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სამივე ქვეყანა - რობერტა მეცოლა
„საქართველოსთვის ევროპული გზა ღიაა“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში განუცხადა, სადაც დღეს ევროპული საბჭოს სამიტი უნდა გაიმართოს.
მეცოლას თქმით, დღეს, სულ მცირე ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე ვესაუბრე რამდენიმე ქართველს, საქართველოსთვის ევროპული გზა ღიაა. ევროპარლამენტი პიერველივე დღიდან ამბობს ამას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სამივე ქვეყანა, როგორც კანდიდატი წევრი. ეს სიტყვები ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში. დღეს ასევე არის ისტორიული და განსაკუთრებული დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივცემთ კანდიდატის სტატუსს სულ მცირე ორ ქვეყანას - უკრაინასა და მოლდოვას“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.