1 საათში შეგროვებული გირაოს თანხა - გიორგი მუმლაძე თავისუფალია
სამოქალაქო აქტივისტი და "მოძრაობა საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი მუმლაძე თავისუფალია. მან სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება ცოტა ხნის წინ, გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
პროკურატურა 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ 3 ათას ლარიანი გირაო დააკისრა. გირაოს თანხა აქტივისტებმა გიორგი მუმლაძისთვის 1 საათში შეაგროვეს.
გიორგი მუმლაძე "ქართული ოცნების" ოფისთან 14 აპრილს გამართულ აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან.