სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე საჩივარი წარმოებაში მიიღო

23.06.22 14:12
 სტრასბურგის სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე საჩივარი წარმოებაში მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წარმოებაში მიიღო ,,სირცხვილის" საჩივარი, რომელიც 2021 წლის 5 ივლისს მათს ოფისზე თავდასხმასა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას ეხება.

 სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ „სირცხვილიას“ წევრების: სალომე ნიკოლეიშვილის (ბარკერი), ზურაბ ბერძენიშვილის, გიორგი მაქარაშვილისა და მარიამ დოლიძის ინტერესებს ვიცავთ.

საჩივარში მთავარი აქცენტი გაკეთებულია, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლთა დაზარალებულად არ ცნობაზე.

სტრასბურგის სასამართლოს ვთხოვთ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლის, კერძოდ მე-3, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევა. - ნათქვამია IT-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას" ინტერესებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  იურისტები იცავენ.

მსგავსი სიახლეები