"აქციაზე დაკავებისას ქალს პოლიციამ ჰკითხა: "მოგეფერო და დაგამშვიდო?" - აქტივისტები

17.04.21 10:39
"აქციაზე დაკავებისას  ქალს პოლიციამ ჰკითხა: "მოგეფერო და დაგამშვიდო?" - აქტივისტები

სამოქალაქო აქტივისტისა და "მმართველობის მონიტორინგის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულ რუსკა მჭედლიძეს პოლიციამ შემდეგი სიტყვებით მიმართა: “რა გინდა მოგეფერო და დაგამშვიდო?". ნონიაშვილი მოითხოვს, ფაქტი ქალთა ორგანიზაციებმაც შეისწავლონ.

დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, ერთ-ერთი პოლიციელი(სავარაუდოდ ცოტნე ჯაფარიძე) რუსკას ეხებოდა და მიმართავდა: “რა გინდა მოგეფერო და დაგამშვიდო?" ამას შეესწრნენ სხვა დაკავებული აქტივისტები. რუსკამ ყვირილი დაიწყო. ხელები გადაუგრიხეს და ბორკილები გადაუჭირეს. ატკინეს.

მერე დიდხანს აგრძელებდნენ პოლიციელები მის დაცინვას და მუქარას. მათ შორის უთითებდნენ რომ ზედმეტად აქტიურობდა ფეისბუქზეც.

რამდენიმე საათში რუსკას ფეისბუქი გაუქმდა. რეპორტის მიხედვით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. გასარკვევია სამართალდამცავმა ორგანოებმა რაიმე ყალბი მიზეზით მიმართეს თუ არა ფეისბუქს. უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა, ქალთა ორგანიზაციებმა ამაზე უნდა ისაუბრონ, გააკეთონ განცხადებები, დაიცვან ინტერესები, მიმართონ პასუხისმგებელ უწყებებს. ალბათ ასეც იქნება," -წერს ნონიაშვილი.