ვფიქრობ, საქართველოსთვის დეოლიგარქიზაცია რთული იქნება - ევროპარლამენტარი იოჰან კუსი

23.06.22 19:29
ვფიქრობ, საქართველოსთვის დეოლიგარქიზაცია რთული იქნება - ევროპარლამენტარი იოჰან კუსი

ევროპარლამენტარი იოჰან კუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირისგან დასახელებული აუცილებელი მოთხოვნის, დეოლიგარქიზაციის, შესრულება გაუჭირდება. ამის შესახებ იოჰან კუსმა ,,ტვ პირველზე" ჩართვისას განაცხადა. 

ევროპელი დიპლომატი იმ აუცილებელი რეფორმების სიას ასახელებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

დღეს საქართველოსთვის გადაიდო კანდიდატის სტატუსის მინიჭება. არის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას. ვფიქრობ, შესაძლოა, ეს თქვენი ქვეყნისთვის რთული იყოს. მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაცია. ვფიქრობ, რომ თითქმის შეუძლებელი გახდეს ამის გაკეთება. 

თქვენ უნდა მიაღწიოთ კანონის უზენაესობას ისევე, როგორც პრესის თავისუფლების უზრუნველყოფას. ეს უფრო ადვილი განხორციელებადი იქნება, რადგან ეს ქართველ ხალხს სურს, მაგრამ თუ ამაში ხალხს მთავრობა არ უდგას გვერდში, ეს პროცესი რთული იქნება.

თქვენ უნდა იბრძოლოთ თავისუფლებისთვის.- განაცხადა იოჰან კუსმა.

მსგავსი სიახლეები