თუ არ დანიშნავენ არჩევნებს, ივანიშვილი მიიღებს ნანატრ სანქციებს - ნათელაშვილი

17.04.21 11:52
თუ არ დანიშნავენ არჩევნებს, ივანიშვილი მიიღებს ნანატრ სანქციებს - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ თუ ახალი რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთისგან  სანქციები ემუქრება. 

ეს დოკუმენტი არ განიხილება რადგან მასში არ არის ახალი არჩევნების თარიღი და პოლიტიკური პატიმრები ციხეში არიან. თუ არ დანიშნავენ ახალ არჩევნებს, ივანიშვილი მიიღებს იმ ნანატრ სანქციებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებთ და დაკარგავს მთელ ყაჩაღობით ნაშოვნ მილიარდებს, ახალი არჩევნებიც დაინიშნება," - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ დანიელსონის დოკუმენტს არ ეთანხმება ოპოზიცია, რადგან მასში 2 საკითხი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების თემა  გადაწყვეტილი არ არის. 

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.არჩილ თალაკვაძემ, დანიელსონის დოკუმენტს ხელი ცალმხრივად მოაწერა.