დოკუმენტზე ხელმოწერა ვერ იქნება თვითმიზანი - ანა ნაცვლიშვილი

17.04.21 13:22
დოკუმენტზე ხელმოწერა ვერ იქნება თვითმიზანი - ანა ნაცვლიშვილი

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დარჩენილ პუნქტებზე უნდა გაგრძელდეს. ეს საკითხებია არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მზად ვართ იმისთვის, რომ დარჩენილ 2 საკითხზე გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მიღწეულ იქნას ფორმულირება, რომელიც ფართო პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდება და ამას ექნება რეალური პერსპექტივა, რომ განმუხტოს ქვეყანაში არსბეული კრიზისი, დოკუმენტზე ხელმოწერა ვერ იქნება თვითმიზანი, მიზანი ამ დოკუმენტისა იყო კრიზისის განმუხტვა," - ამბობს ნაცვლიშვილი.

14:00 საათზე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ დანიელსონის დოკუმენტს არ ეთანხმება ოპოზიცია, რადგან მასში 2 საკითხი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების თემა  გადაწყვეტილი არ არის. 

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.არჩილ თალაკვაძემ, დანიელსონის დოკუმენტს ხელი ცალმხრივად მოაწერა. 

 

მსგავსი სიახლეები