ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა - ვახტანგ მეგრელიშვილი

17.04.21 14:22
ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტთან მიმართებით  არაადეკვატურად იქცევა. ეს განცხადება მეგრელიშვილმა ტვ პირველის დღის  ეთერში გააკეთა. მეგრელიშვილს აინტერესებს როგორ აპირებენ ოპოზიციის წევრები უცხოელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ დანიელსონის დოკუმენტზე ხელს არგუმენტირებულად არ აწერენ.

ოპოზიცია არაადეკვატურად იქცევა,ჩემი აზრით. ისინი არგუმენტებს არ ამბობენ, ისინი არიან უცნაურ პოზაში, რომელიც ეყრდნობა არა მტკიცებულებას ან ფაქტებს, არამედ შეიძლება ტელევიზიის სიუჟეტებს.ვერ წარმომიდგენია რა არგუმენტაციით უნდა მივიდნენ ჩემი კოლეგები ჩვენს პარტნიორებთან. რაღაც დრო სჭირდებათ ალბათ რომ გაიაზრონ,"- ამბობს მეგრელიშვილი.

 მეგრელიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ პარლამენტში "გირჩი" შევა, თუმცა სხდომებს არ დაესწრება.

მსგავსი სიახლეები