ოპოზიცია აჭარაში - პირველი შეხვედრა ბათუმის ბაზარში გაიმართა
ოპოზიცია ყველა რეგიონის მასშტაბით დაგეგმილ შეხვედრებს განაგრძობს - კახეთის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი აჭარის მოსახლეობას ხვდება.
პარტიის ლიდერები ბათუმში, ბონის ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდნენ და 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
საინფორმაციო შეხვედრები ასევე დაგეგმილია ხელვაჩაურსა და ქობულეთში.