წულუკიანმა მითხრა, თუ პოლიტიკა გინდოდა წასულიყავიო - გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით

18.04.21 13:09
წულუკიანმა მითხრა, თუ პოლიტიკა გინდოდა წასულიყავიო - გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით

ქუთაისის თეატრის დირექტორი,თორნიკე მარჯანიშვილი მინისტრ წულუკიანთან შეხვედრის დეტალებს ტვ პირველთან ყვება. მარჯანიშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით ატოვებინებენ თეატრს,რადგან მან "ოცნება" დატოვა და  2020 წლის არჩევნებზე "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" სახელით იყრიდა კენჭს. 

სამხატვრო ხელმძღვანელის ოთახში რომ ავედით, განცხადება ჩემი მიმართულებით გააკეთა,რომ ეს პოლიტიკოსი მარჯანიშვილი რომელი ბრძანდებაო. პოზიცია ის იყო, რომ თუ პოლიტიკა გინდოდა დაგეწერა განცხადება და წასულიყავიო. სამხატვრო ხელმძღვანელმა მითხრა, მე შენ ადგილას დავწერდი განცხადებას და წავიდოდიო.ამ ხელფასის გარდა მე შემოსავალი არაფერი მაქვს, გამოდის რომ უნდა გავყიდო სახლი, მე სხვა არაფერი გამაჩნია", - ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.

თორნიკე მარჯანიშვილი ამბობს, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.