შემოდგომაზე პოლიტიკოსები რომ დარბოდნენ, გაავრცელეს ვირუსი - მეუფე იაკობი

18.04.21 13:25
შემოდგომაზე პოლიტიკოსები რომ დარბოდნენ, გაავრცელეს ვირუსი - მეუფე იაკობი

ბოდბის მიტროპოლიტმა იაკობმა საქართველოში, კორონავირუსის  მეორე ტალღის გავრცელებასა და ხალხის გარდაცვალებაში პოლიტიკოსები ღიად დაადანაშაულა. ამის შესახებ მეუფემ ამბიონიდან იქადაგა.

ჩატარდა არჩევნები, პოლიტიკოსებმა საშინელი დანაშაული ჩაიდინეს შემოდგომაზე, რომ ჩავატარეთ ჩვენთან  არჩევნები.იმიტომ რომ 3 ათას კაცზე მეტი სიკვდილიანობა მოჰყვა მაგას, მარტო 2 მლნ კაცი რომ მივედით არჩევნებზე ერთ დღეს, ძალიან ბევრი  ჩემი ახლობლის ოჯახის წევრები, უფროსი ასაკის ადამიანები გარდაიცვალნენ. პოლიტიკოსები აქეთ-იქით რომ დარბოდნენ აჭარა შემოირბინეს, სამეგრელო,გურია, გაავრცელეს ვირუსი, ჩვეულებრივი ბიოლოგიური იარაღები გახდნენ.შედეგი რა იყო რა მივიღეთ: არა პარლამენტი, ზოგი იძახის შევალ ზოგი იძახის არ შევალ," - ამბობს მეუფე იაკობი.

მსგავსი სიახლეები