ოპოზიციის და "ოცნების" შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო
ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო.შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00-ზე იყო დანიშნული.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრებიან. კელი დეგნანი ოფისში უკვე იმყოფება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრაზე განხილვის საგანი კრისტიან დანიელსონის მიერ ბოლო ვიზიტის დროს წარმოდგენილი დოკუმენტი იქნება.
ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ ხელი დოკუმენტს 16 აპრილს მოაწერა. ოპოზიცია კი დოკუმენტის არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერს, რადგან მათი თქმით, მასში არ არის ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნების თარიღსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.