"ოცნება" ნელ-ნელა თმობს პოზიციებს - აკაკი ბობოხიძე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აკაკი ბობოხიძე, ფიქრობს,რომ "ოცნება" ნელ-ნელა პოზიციებს თმობს. ბობოხიძე ამბობს, რომ მას დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.
არ მაქვს მოლოდინი, რომ დღეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ "ქართული ოცნება" ნელ-ნელა თმობს პოზიციებს ოღონდ არასაკმარისად, 1 ოქტომბერს ჩვენ რომ ბრმად დაგვეჯერებინა უცხოელი პარტნიორებისთვის, მაშინ ეს დოკუმენტი არ იარსებებდა, პარლამენტში აღმოვჩნდებოდით და "ოცნებას" არანაირი ვალდებულება არ ექნებოდა, " - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესი 17:00 საათზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შედგება. პროცესის მედიატორები ელჩები - კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი იქნებიან.