თუ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდება, უნდა მოვაწეროთ ხელი დოკუმენტს - "გირჩი"
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, "გირჩისთვის" წითელი ხაზი არჩევნებზე არ გადის. "გირჩის" ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი, ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების შემთხვევაში ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.
არის საკმაოდ მაღალი შანსი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს, მინიმუმ იმიტომ, რომ წინა მოლაპარაკებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" ხელმოწერა მაინც აქვს დოკუმენტს. თუ პატიმრების საკითხი იქნება მოგვარებული, შეთანხმება მოხდება, თუ ორივე პატიმარი გამოვა, მე მივიჩნევ, რომ კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს და ამით უნდა დავასრულოთ დაპირისპირება," - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.