მზადება რიყის პარკში - ოპოზიციას სცენის დადგმის უფლებას არ აძლევენ
ოპოზიციის წარმომადგენლებს რიყის პარკში სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევენ. ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის ემზადება და ხვალ ერთ-ერთ საორგანიზაციო შეკრებას რიყის პარკში მართავს. მერიის წარმომადგენლების თქმით, სცენის დადგმა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც ოპოზიციას არ აქვს უფლება ადგილზე კონსტრუქცია განათავსოს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათ შეკრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული აქვთ.
თურმე დღეს არ შეგვიძლია ამის გაკეთება, ამ ქალაქში ბევრად მეტი პრობლემაა ვიდრე აქ სცენის დადგმა-არ დადგმაა, 15 მაისთან დაკავშირებით რომ ჭმუნვები აქვს ხელისუფლებას,ნუ შეგვიშლიან ღონისძიების გამართვაში ხელს, ეს ღონისძიება აუცილებლად გაიმართება რაიმე ფორმით, მათ მოეწონებათ თუ არა", - ამბობს ხაბეიშვილი.